ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი (ვიდეო)
ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება სახის არეში აღენიშნება.
ნაცემი მოქალაქეები სასწრაფოს მანქანებით კლინიკაში გადაიყვანეს.
დაპირისპირება სხდომაზე დასწრების გამო დაიწყო. პროფკავშირებში დღეს გაფიცულების საკითხზე უნდა ემსჯელათ, მაგრამ ირკვევა, რომ ორგანიზაცია "ლაბორის" წარმომადგენლებს, რომლებიც გაფიცულების ინტერესებს იცავენ, შენობაში გამგეობის სხდომაზე არ შეუშვეს, რასაც ადგილზე ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.
ადგილზე გამოძახებულ პოლიციას თავდასხმაში მხილებული პირები ადგილიდან არ განურიდებია.
გამგეობის სხდომაზე პროფკავშირის, "ლაბორის" საკითხი განიხილება. შეხვედრაზე "ლაბორის" მხრიდან უფლება-მოსილი პირები უნდა ყოფილიყვნენ. შეხვედრაზე უშვებდნენ თითქმის ყველას, "ლაბორის" წარმომადგენელთა გარდა.
მოვითხოვეთ განმარტების გაკეთება, რატომ არ შეუძვეს ჩვენი იურისტი, თავმჯდომარის მოადგილე. მათი მხრიდან მოხდა კარებში ფიზიკური მოწოლა, რასაც ჩვენი მხრიდან თავდაცვა მოჰყვა - თავი შევიმაგრეთ. იმათი მხრიდან იყო მუშტების ქნევა, სილის გარტყმა. სცემეს რამდენიმე ადამიანი, ერთს კბილი მოტეხეს, მეორეს ლოყა დაუზიანეს. გოგოებსაც დაარტყეს, გვაგინეს, გვლანძღეს. საბოლოოდ კარი ჩარაზეს და უფლება-მოსილი პირები შეხვედრაზე არ შეუშვეს"- ამბობს "ლაბორის" წარმომადგენელი.
მსგავსი სიახლეები
"ის, რომ ანწუხელიძე, სოფრომაძე და ხუბულური აწამეს, ეს გვქონდა ჩვენ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის გარეშეც" - იუსტიციის მინისტრის მოადგილე
იუსტიციის მინისტრის მოადგილე საია-ს მიერ სტრასბურგში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეების მოგებას ეხმაურება
სააკაშვილი: მე და თიკა [ბოკუჩავა] ახლო მეგობრებად ვრჩებით - ჩვენ, მასთან ერთად, ძალიან დიდი საქმეები გვაქვს წინ
"არასდროს მავიწყდება რომ თიკა ბოკუჩავამ და ზაზა ბიბილაშვილმა, თავისი ხმებით პოლიტსაბჭოს სხვა წევრებთან ერთად გადაარჩინეს ნაციონალური მოძრაობა ბოკერიების კარგად დაფინანსებული ჯგუფის მიერ მიტაცებისგან".