ირაკლი რუხაძეს ურჩევნია, ყაველაშვილს თავი დაანებოს და "იმედს" მიხედოს - გახარია

26.12.24 16:08
ირაკლი რუხაძეს ურჩევნია, ყაველაშვილს თავი დაანებოს და "იმედს" მიხედოს - გახარია

"ირაკლი რუხაძეს ურჩევნია, ყაველაშვილს თავი დაანებოს და "იმედს" მიხედოს" - ამის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ "პირველებთან" განაცხადა.

მისი თქმით, "იმედის" ბრალეულობა იმ რეჟიმის გამყარებაში და ძალადობაში ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ყაველაშვილის".

იმედის პროპაგანდისტული ეფექტი, არაფრით არ განსხვავდება იმ ნიღბის უკან დამალული მოძალადეებისგან, რომლებიც ცემდნენ მოქალაქეებს. ყველაზე მტავარი დამნაშავე ამ რეჟიმის გამყარების ჩამოყალიბებაში არის "იმედი" და დაანებოს თავი, "იმედი" გააკრიტიკოს. ახლა რომ გამოვიდა და ბრძნულ აზრებს რომ აფრქვევს და მანამდე ქება-დიდებაში რომ იყო, აპრავებდა 28 ნოემბრის განცხადებასაც, ყაველაშვილსაც და ძალადობასაც, "იმედზე" ილაპარაკოს ესე და მერე შევაფასებთ მის განცხადებას ყაველაშვილზე", - ამბობს გიორგი გახარია. 

"პირველების" მიერ, კანცელარიაში გუშინ გამართული შეხვედრის დეტალების გაჟღერების შემდეგ, პროსახელისუფლებო ტელევიზიის, "იმედის" მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი იყო, იმ ბიზნესმენებს შორის, ვინც ირაკლი კობახიძე გააკრიტიკა. 

ასევე ნახეთ:

მსგავსი სიახლეები