"ამერიკელი ხალხი ქართველი ხალხის გვერდით დგას"-სენატორი ჯონ კორნინი
აშშ-ის სენატორი ჯონ კორნინი სოციალურ ქსელში აშშ-ის ჰელსინკის კომისიის პოსტს ეხმიანება, რომელშიც წერია, რომ კონგრესის ორპარტიული წევრები ქართველების გვერდით დგანან.
როგორც კორნინი წერს, "ამერიკელი ხალხი ქართველი ხალხის გვერდით დგას".
შეგახსენებთ, რომ 24 დეკემბერს აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ “ახლა დროა აშშ-მ და მსოფლიოს დემოკრატიულმა ნაწილმა მიიღონ ზომები, რათა უზრუნველყონ საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება“.