საქართველო რისკავს ბელორუსის სცენარის გამეორებას - გიტანას ნაუსედა საქართველოს პრეზიდენტს ესაუბრა

27.12.24 15:47
საქართველო რისკავს ბელორუსის სცენარის გამეორებას - გიტანას ნაუსედა საქართველოს პრეზიდენტს ესაუბრა

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოს პრეზიდენტს ესაუბრა და დემოკრატიული უკუსვლის გამო შეშფოთება გამოთქვა.

როგორც ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს, “საქართველო რისკავს ბელორუსის სცენარის გამეორებას.“

“ლიეტუვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით ევროკავშირის გზაზე“, - წერს ლიეტუვას პრეზიდენტი.

ახლახან ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. გამოვხატე ჩემი ღრმა შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. საქართველო რისკავს ბელორუსის სცენარის გამეორებას. ლიტვა მტკიცედ უჭერს მხარს ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შესახებ. ლიეტუვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით ევროკავშირის გზაზე. ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება ეწინააღმდეგება მათ ნებას და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს“, - დაწერა ნაუსედამ.

მსგავსი სიახლეები