ეს არის შოკისმომგვრელი - ხატია დეკანოიძე ირაკლი შაიშმელაშვილის მიერ რეჟიმის მხილებაზე
"ერთიანობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე “ნოდარ მელაძის შაბათის ანონსს“ ეხმაურება, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა ქვეყნის დატოვებამდე რეჟიმი ამხილა.
დეკანოიძის თქმით, ეს არის შოკის მომგვრელი ფაქტები, თუმცა ისეთი არაფერი, რაც აქამდე არ იცოდნენ და არ გაუგონით.
“უბრალოდ ახლა დაადასტურა ეს სისტემაში მყოფმა ადამიანმა“, - აცხადებს ის.
დეკანოიძის თქმით, ამ ინტერვიუთი კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ “ყველას, ვინც სისტემას ეწინააღმდეგება ემუქრებიან, უსწორდებიან და გასაქცევად აქვს საქმე.“
ეს არის შოკისმომგვრელი, თუმცა არაფერი ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცოდით და არ გაგვიგონია, უბრალოდ ახლა დაადასტურა ეს სისტემაში მყოფმა ადამიანმა. ე.ი ყველას, ვინც სისტემას ეწინააღმდეგება ემუქრებიან, უსწორდებიან და გასაქცევად აქვს საქმე. ეს არის საზარელი ისტორია და ეს არის იმის მაჩვენებლი, რამდენად მძიმეა რეჟიმის ფორმა და საშიშია ის უწყება. გასამხედროებული არაფრომალური დაჯგუფებები, რომლებიც არსებობს შსს-ში და სპეციალურადაა შექმნილი ადამიანების დასაშინებლად, საწამელბლად და გასანეიტრალებლად.
პირდაპირ ამბობს ეს ადამიანი, რომ პრაქტიკულად გარედანაა შემოყრილი, ხარაზიშვილის ხალხი, რომელიც არის ყასაბი, მას უფლება მისცეს რეჟიმის წარმომადგენლებმა, განსაკუთრებით დასანქცირებულმა მინისტრმა, რომ ეს გასამხედროებული უწყება შეეკრიბა.
ეჭვი არ მეპარება, რომ ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებაა, როგორც უსწორდებოდნენ ხალხს და ორგანიზებული წამების სქემა რომ ააგო. ეს ბანდფორმირებები, რომლებშიც სპეციალურად შეიყვანეს ეს ხალხი, რომ დასაჯონ ისინი, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ წავა, აღწერს იმ ქაოსს, რომელშიც უნდა ივანიშვილს, რომ ჩაძიროს ეს ქვეყანა.
უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან საშიშია რეჟიმის სისტემა, რომელსაც არაფორმალური ბანდფორმირებები ეპატრონებიან, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.