ქვეყნის დატოვებამდე შაიშმელაშვილმა რეჟიმი ამხილა - ნოდარ მელაძის ექსკლუზიური ინტერვიუ გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანთან

27.12.24 18:45
ქვეყნის დატოვებამდე შაიშმელაშვილმა რეჟიმი ამხილა - ნოდარ მელაძის ექსკლუზიური ინტერვიუ გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანთან

 

 

"ნოდარ მელაძის შაბათის" 2024 წლის ბოლო ეთერი და მთავარი ექსკლუზივი - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა რეჟიმი ქვეყნის დატოვებამდე ამხილა.

ნოდარ მელაძისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც "ტვ პრიველის" ეთერში ხვალ გავა, ირაკლი შაიშმელაშვილმა თქვა, რომ გდდ-ს შეფი, ზვიად ხარაზიშვილი იგივე „ხარება“ შესაძლოა, პირდაპირ ბიძინა ივანიშვილისგან იღებდეს დავალებებს.

„მანამდეც ვიცოდი ივანიშვილის და „ხარებას“ მჭიდრო კავშირების შესახებ. შეიძლება, პირდაპირ ივანიშვილისგანაც მოდიოდეს ბრძანებები“. – აცხადებს ირაკლი შაიშმელაშვილი.

სკანდალური ინტერვიუს ანონსიდან ირკვევა, რომ როდესაც სისხლიანი ნოემბრის შემხედვარემ თქვა, რომ თანამდებობიდან მიდიოდა, უთხრეს, რომ შვილებს მოუკლავდნენ.

„ეს ინტერვიუ რომ გავიდეს და მე აქ დავრჩე, შეიძლება, ჩემს სახლში კილოგრამ ნახევარი კოკაინი ამოიღონ - ამბობს ინტერვიუში შაიშმელაშვილი

 მჯეროდა და მწამდა, რომ სხვისი უსაფრთხოება უნდა დამეცვა და ცხოვრებაში პირველად გავაანალიზე, რომ საკუთარი შვილები მყავს დასაცავი. განსაკუთრებით შვილებს [მემუქრებოდნენ, რომ მოკლავდნენ], ფიზიკური ანგარიშსწორების, ლიკვიდაციის… ვიცი ესენი რაზე არიან წამსვლელები და რა შეიძლება იკადრონ“, – აცხადებს ირაკლი შაიშმელაშვილი.

სპეცრაზმის ერთ-ერთი შეფი, რომელმაც დარბევის დღეს რეჟიმს ზურგი აქცია, ამბობს, სპეცრაზმელების მორბენალთა რაზმი გდდ-ს თანამშრომლები არ არიან. მისივე თქმით, ის პირები, ვინც საპოლიციო ძალებიდან განსაკუთრებული სისასტიკეს იჩენენ, არც ქალაქის პოლიციის და არც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არ არიან.

მისივე თქმით, ეს ადამიანები მხოლოდ „ხარებას“ ემორჩილებიან.

„დღეს ეგ მოცემულობა დგას (ძალოვნების ჯგუფი ჰყავს „ხარებას“, რომელსაც ვერავინ ვერ ეხება და ვერ აკონტროლებს)“, – აცხადებს ირაკლი შაიშმელაშვილი.

საინტერესოა  შაიშმელაშვილის ინტერვიუდან კიდევ ერთი დეტალი, გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი პირდაპირ ამბობს, რომ სისტემას აქციის გასაშავებლად ადამიანები ჰყავს დაქირავებული, რომლებიც დემონსტრაციულად სროლას და გინებას იწყებენ აქციებზე.
შაიშმელაშვილი ასახელებს კონკრეტულ თანხასაც რომელსაც პროვოკატორებს უხდიან.

„საზოგადოებამ რომ იცოდეს, ესენი არ არიან აქციის მონაწილეები. [ესენი არიან] 500 და 1000 ლარად შეგზავნილი პროვოკატორები, რომლებიც სპეციალურად და მიზანმიმართულად იგინებიან და ისვრიან, რომ მერე მთლიანი აქცია მახინჯად და დემონიზებულად აქციონ“, – აცხადებს ირაკლი შაიშმელაშვილი.

კაცი, რომელიც 22 წელი სისტემაში იყო, ამბობს, რომ აქციებზე საპოლიციო ძალების მიერ დემონსტრანტების განსაკუთრებული სისასტიკით ცემა არა გადაცდომა, არამედ დანაშაულია.

„ის რომ ჩვენი შვილის ტოლა ბავშვებს ქუჩაში უმოწყალოდ სცემენ და ამის მონაწილე ვარ, ფიზიკურად ამას, ვერც ემოციურად და ვერც მორალურად ვერ გავუძელი. ეს ცემა არის მიზანმიმართული. ეს, რასაც ჩვენ ვუყურებთ, გადაცდომა არ არის, ეს დანაშაულები არის. ბრძანების გარეშე პოლიციელი არ გაინძრევა ადგილიდან"- აცხადებს ყოფილი მაღალჩინოსანი.

შაიშმელაშვილი ამბობს, რომ იმის შემდეგ რაც სისტემა დატოვა, "ჯოჯოხეთი გამოიარა".

"უძრავი სამიზნე გახდიო, მითხრეს, ახლა ეს სნაიპერი შენ დაგიმიზნებსო", - ამბობს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი. 

და ეს ყველაფერი არ არის, ირაკლი შაიშმელაშვილი ნოდარ მელაძისთვის მიცემულ ექსკლუზიური ინტერვიუში საუბრობს, როგორ არის ივანიშვილის რეჟიმი გარიგებული რუსეთთან. 

გადმოგვეცა მაღალი დაკვირვების საშუალებები, ჩავატარეთ სწავლებები, გადამზადდა ქვედანაყოფები, თუმცა არ იყენებენ. ალბათ იმიტომ, რომ რუსეთზე დაკვირვება არ აწყობს არავის.  

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ოკუპანეტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ მდგომარეობამდე არ უნდა მივსულიყავით, როცა ტაძრის ეზოში რუსები საქართველოს მოქალაქეს გვიკლავენ.

პოლკოვნიკი "შაბათის ეთერს" ასევე უმხელს, რომ მას შემდეგ რაც თანამდებობა დატოვა, აქციაზე გავიდა და იმ ხალხის გვერდით იდგა, ვინ ამ რეჟიმის სისასტიკეს აპროტესტებ.  

აქციაზე გავედი, ნირაბი მეკეთა და ისე ვიდექი", - ამბობს შაიშმელაშვილი.

ირაკლი შაიშმელაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ ნოდარ მელაძესთან, ხვალ, 28 დეკემბერს, „ტვ პირველის“ ეთერში 20:00 საათზე გავა.

ცნობისთვის, ირაკლი შაიშმელაშვილმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსის თანამდებობა 3 დეკემბერს, იმ დროს დატოვა, როცა თბილისში პროევროპული საპროტესტო აქციების განსაკუთრებული სისასტიკით დარბევა მიმდინარეობდა. 26 დეკემბერს კი ირაკლი შაიშმელაშვილმა ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები