დღის წესრიგში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გაყინვა უნდა დადგეს - ფიშერი
გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ "ოცნების" ქმედებები, ევროინტეგრაციის გზას გადაუხვიოს, ევროკავშირისთვის შემაშფოთებელი უნდა იყოს. დიპლომატის პირდაპირ ამბობს, რომ როდესაც აპლიკანტი მისთვის შეუსაბამოდ იქცევა, საჭიროა, დღის წესრიგში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გაყინვა დადგეს.
ეს მოთხოვნა არ არის, ეს ფაქტია, რომ როდესაც ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაცია უნდა და ამ გზიდან უხვევს, მაშინ, ფაქტია, რომ ევროკავშირი უნდა შეშფოთდეს, ეს განაცხადი ატარებს თუ არა კიდევ მნიშვნელობას. სხვა მხრიდანაც შევხედოთ, საქართველოსთვის კარი ღიაა. თქვენ მიიღეთ სტატუსი შარშან, მაგრამ ბევრი რამ შეიცვალა. კანონები, დარღვევები არჩევნებზე,თავდასხმები მომიტინგეებზე - ეს არ ემთხვევა ევროკავშირში გაწევრიანების პრინციპებს და ლოგიკურია, თუ აპლიკანტი იქცევა ისე, რაც არ შეესაბამება აპლიკანტის ქცევას, მაშინ საჭიროა, განიხილოს სტატუსის გაყინვა. ამერიკამ გადაწყვიტა, რომ დაიწყოს პროცესი, სავიზო შეზღუდვები დაუწესდეს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს. ჩვენ უნდა მივყვეთ პროცესს, - განაცხადა ფიშერმა.