რა რეაქცია ჰქონდა ივანიშვილს ამერიკულ სანქციებზე
რა რეაქცია ჰქონდა ივანიშვილს ამერიკულ სანქციებზე - კობახიძე სანქცირების შემდეგ ოლიგარქის რეაქციაზე საუბრობს.
კობახიძე ამტკიცებს, რომ რეალურად არაფერი შეცვლილა და ივანიშვილიც იმავე პოზიციაზეა.
“არაფერი განსაკუთრებული, რეალურად ეს არის ჯილდო “, - ამბობს კობახიძე.
რეალურად არაფერი შეცვლილა, მე მქონდა საუბარი ახლახან ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და მისი პოზიციაც არის ზუსტად იგივე. არაფერი განსაკუთრებული. სამი წელი, უბრალოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი ემსახურებოდა ამ ქვეყნის ინტერესებს, ის იყო დე-ფაქტო სანქციების ქვეშ. ახლა უკვე აამოქმედეს ეს ფორმალური სანქცია. არაფერი განსაკუთრებული, რეალურად ეს არის ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.