გეგელია: აშშ-მა ივანიშვილი რუსეთის აგენტად გამოაცხადა

27.12.24 21:38
გეგელია: აშშ-მა ივანიშვილი რუსეთის აგენტად გამოაცხადა

აშშ-ს მიერ დაწესებული სანქცია არამარტო მძიმე ფინანსური დარტყმაა, არამედ ივანიშვილს ღიად აცხადებს რუსეთის აგენტად, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ ივანიშვილს ასახელებს ისეთ პირად, რომელიც “რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ” უთხრის ძირს ქართულ დემოკრატიას და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, “რამაც შედეგად საქართველო აქცია მოწყვლადად რუსეთის წინაშე”.  

აშშ ხაზინის მიერ სანქცია დაწესდა კატეგორიაში - “Russian Harmful Foreign Activities”  (საზიანო რუსული საგარეო აქტივობა). ამ წესით სანქციები უწესდება პირებს, რომლებიც აშშ-სა და სხვადასხვა სახელმწიფოებაში ჩართული არიან დემოკრატიული პროცესების და ინსტიტუტების ძირის გამოთხრაში რუსეთის ფედერაციის სასიკეთოდ. 

აშშ ივანიშვილს ასახელებს ისეთ პირად, რომელიც “რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ” უთხრის ძირს ქართულ დემოკრატიას და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, “რამაც შედეგად საქართველო აქცია მოწყვლადად რუსეთის წინაშე”.  

დღეს თვითმარქვია რეჟიმს ჰყავს ბელადი, რომელიც ოფიციალურად არის ცნობილი, როგორც რუსეთის აგენტი, ე. წ. პრემიერი რომელსაც ევროპის სახელმწიფოებში გადაადგილება ეკრძალება და ე. წ. შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მსოფლიო მასშტაბის კრიმინალების და ტერორისტების გვერდით არის “მაგნიცკის სიაში”. ასეთ ვითარებაში, წარმოუდგენელია სახელმწიფოს სტაბილური განვითარება და უსაფრთხოება. ეს ნიშნავს, რომ  დროებით ფაქტობრივად გაუქმებულია ქართული სახელმწიფო და ყველა სტრატეგიული პროცესი.

თვითგამოცხადებული რეჟიმის დღეები დათვლილია. ივანიშვილს ერთადერთი გზა რჩება: ეს არის ახალი არჩევნების დანიშვნა, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა ქართველთა ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის“, - აცხადებს გეგელია.

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) თბილისის დროით ზუატად 20:00 საათზე გამოაქვეყნა.

მსგავსი სიახლეები