მერე მე რა ვქნა? - კაკაურიძე ივანიშვილის დასანქცირებაზე
მერე მე რა ვქნა? - ასე პასუხობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ივანიშვილის დასანქცირებაზე "პირველების" მიერ დასმულ კითხვას.
უნდა ჩაინიოშნოს თუ არა ამერიკის მიერ მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილების შემდეგ ხელახალი არჩევნები, კაკაურიძე ამბობს, რომ "არაგონია".
ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.