ივანიშვილს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა "მოსიარულე მკვდარი" უწოდა - რა მოხდა ერთ-ერთ დახრულ შეხვედრაზე
ბიძინა ივანიშვილს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა "მოსიარულე მკვდარი" უწოდა - ერთ-ერთ დახრული შეხვედრის დეტალებზე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ზურა ჯაფარიძე საუბრობს.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი იხსენებს, თუ რას ამბობდა უცხოელი დპლომატყი საქნციების ეფექტზე და რას ნიშნავს, რომცა მთელი მსოფლიოსგან იზოლირებული ხდები.
მე მახსოვს ერთ-ერთ ამერიკელ მაღალჩინოსანთან გვქონდა ოპოზიციას შეხვედრა და მაშინ ამ კაცმა დაიწყო ლაპარაკი, რომ ივანიშვილი დადის და ლაპარაკობს, რომ მე უკვე დასანქცირებული ვარო და მემგონი არ იცის, რას ნიშნავს "მოსიარულე მკვდარი" ადამიანიო. ამერიკული სანქციები ნიშნავს მაგას, რომ იზოლირებული ხარ მთელი ცივილიზებული სამყაროსგანო. შეილება ბოლომდე ვერ წარმოედგინა, მაგრამ მე მგონია, რომ მეტწილად მაგის მზაობა ჰქონდა, თუმცა მარტო მასზე არაა, სანქციები ეფექტი ეხება მის გარემოცვას. ნებისმიერ შემთვევაში სანქციებს ეფექტი ექნება, ეს ბზარებს გააჩენს", - ამბოსბ ზურა ჯაფარიძე.
ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.