"ივანიშვილმა სანქციებზე პასუხისმგებლობა შეიძლება, კობახიძეს "შეტენოს" - ზურა ჯაფარიძე
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ამერიკული სანქციების შემდეგ, ბიძნა ივანიშვილი "განდეგილი და გარიყული ხდება" ცივილიზებული მსოფლიოსთვის.
ოპოზიციონერი ფიქრობს, რომ სანქციებზე პასუხისმგებლობა ქართველმა ოლიგარქმა შეიძლება ირაკლი კობახიძეს "შეტენოს" და ირაკლი კობახიძემაც ისე დაასრულოს, როგროც ერთ დროს ირაკლი ღარიბაშვილმა დაასრულა- სახლში წასვლით.
სანქცია საკმაოდ მძიმეა, იქ საუბარია ყველანაირი აქტივების გაყინვაზე. "ოცნების" შიგნით რომ ვიყო, სერიოზულად შემეშინდებოდა, ამას რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ივანიშვილს თუ მიადგნენ უკვე, ნებისმიერს მიადგებიან და ნებისმიერ დაასანქცირებენ. თვითონ სანქციის შინაარსი არის ის, რომ განდეგილი და გარიყული ხდები. არავინ ხელს არ ჩამოგართმევს ცივილიზებულ ქვეყანაში, არავინ შენთან საქმეს არ დაიჭერს, არავინ შენთან ერთ ფოტოს არ გადაიღებს. ეს ყველაფერი იმსი დამსახურებაა აქ რაც ხდება იმის, ამ პროტესტის დამსახურებაა ეს. სულელი ნამდვილად არ არის, და მე მგონია, რომ ივანიშვილს ეს ჰქონდა გააზრებული, რომ ეს ყველაფერი აქამდე შეიძლება მისულიყო. მე მგონია, რომ ამ პასუხისმგებლობას თავის თავზე არ აიღებს, რატომ დაემართა ეს და ვიღაცას შეტენის, დიდი შანსია, ეს იყოს კობახიძე და როგორც ღარიბაშვილი გამოვიდა ერთ ახალ წელს, მოყვა თავის დამსახურებებზე და ბოლოს დააყოლა სახლში წავედი, შეიძლება რაღაც ასეთი მოხდეს კობახიძის შემთხვევაშიც. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ამბავი ახალ წლამდე მოხდეს", - აცხადებს ზურა ჯაფარიძე.
ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.