კიტინგი: მტკიცედ ვუჭერ მხარს ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს - მისმა ქმედებებმა დემოკრატია შეარყია

28.12.24 10:03
კიტინგი: მტკიცედ ვუჭერ მხარს ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს - მისმა ქმედებებმა დემოკრატია შეარყია

კონგრესმენი ბილ კიტინგი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მხარს მტკიცედ უჭერს. 

კონგრესმენი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ქართველი ოლიგარქის ქმედებებმა საქართველოში დემოკრატია და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი უხეშად შეარყია.

ივანიშვილის ქმედებებმა უხეშად შეარყია დემოკრატია საქართველოში და ქვეყნის ევროკავშირის გზა. მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ადმინისტრაციის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რათა გავაგზავნო მხარდაჭერის მკაფიო გზავნილი ქართველი ხალხისთვის, რომელიც ეძებს თავისუფალ და დემოკრატიულ მომავალს", - წერს ბილ კიტინგი.

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. 

მსგავსი სიახლეები