მაკკოლი: მივესალმები სანქციებს - ივანიშვილს და "ოცნებას" საქართველოს ავტოკრატიისკენ ჩათრევისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ

28.12.24 11:00
მაკკოლი: მივესალმები სანქციებს - ივანიშვილს და "ოცნებას"  საქართველოს ავტოკრატიისკენ ჩათრევისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ მაკკოლი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მიესალმება. 

როგორც მაკკოლი სოციალურ ქსელში წერს, ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" საქართველოს ავტოკრატიისკენ ჩათრევისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.

მივესალმები „ქართული ოცნების“ მარიონეტების მმართველის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამ უკვე დიდი ხანია საჭირო სანქციების დაწესებას. მას და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ საქართველოს ავტოკრატიისკენ ჩათრევისთვის და იმ ტრანსატლანტიკური მომავლისგან დაშორებისთვის, რომელიც ქართველ ხალხს სურს და რომელსაც იმსახურებს“, - წერს მაიკლ მაკკოლი.

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.    

მსგავსი სიახლეები