ჯაფარიძე: სანქციები გაგრძელდება - გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ქვეყნები სანქციების ვერსიებს განიხილავენ
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას გადამდები ეფექტი ექნება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, იგი ფლობს ინფორმაციას, რომ სხვადასხვა ქვეყნების სანქციების განსხვავებულ ვერსიებს განიხილავენ.
სანქციები გაგრძელდება. მათ შორის, ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ქვეყნები სანქციების სხვადასხვა ვერსიებს განიხილავენ. საკმაოდ მძიმე სანქციებია. აღმასრულებელი ბრძანებაა პრეზიდენტის, რომლის ქვეშაც მოხვდა ივანიშვილი. ის ეხება რუსეთის აგენტებს, თუ რუსეთის გავლენის აგენტებს. სერიოზული რისკის ქვეშ არის მისი ყველა აქტივი, რომელიც მის სახელზეა. მესამედი ნაბიჯი აქვს დარჩენილი იქამდე, რომ ყველაფერს შეეხონ, რასაც მისი ოჯახი, ან მისი კომპანიები ფლობენ", - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.