დემოკრატიის მიმართ აშშ-ის ადმინისტრაციისა და ქართველი ხალხის უწყვეტ ერთგულებას მივესალმები - მიკსი
"დემოკრატიისადმი ადმინისტრაციისა და ქართველი ხალხის უწყვეტ ერთგულებას მივესალმები და ვგმობ მათ, ვინც ცდილობს მას ძირი გამოუთხაროს" - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, გრეგორი მიკსი წერს.
ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.