"ამაზე მეტი სასჯელი რა უნდა იყოს, როდესაც ოკუპანტ ქვეყანას ემსახურები" - ხაზარაძე ივანიშვილზე

28.12.24 11:55
"ამაზე მეტი სასჯელი რა უნდა იყოს, როდესაც ოკუპანტ ქვეყანას ემსახურები" - ხაზარაძე ივანიშვილზე

"ამაზე მეტი სასჯელი რა უნდა იყოს, როდესაც ოკუპანტ ქვეყანას ემსახურები" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა და შტატების მიერ ივანიშვილის შავ სიაში შეყვანას გამოეხმაურა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სანქციებში წერია, რომ "ივანიშვილი ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ რუსეთის ინტერესებს ემსახურება".

სათაური და შინაარსი არის, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში რუსეთის ინტერესებს ატარებს. სანქციებში წერია, რომ ივანიშვილი რუსეთის ინტერესებს ემსახურება საქართველოში ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ამაზე მეტი სასჯელი რა უნდა იყოს, როდესაც ოკუპანტ ქვეყანას ემსახურები და ჩამოსული ხარ მისიით. ყველა მის პარტნიორს ყველა ქვეყანაში შეექმნებათ პრობლემები", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.      

მსგავსი სიახლეები