პრეზიდენტი ზაარბრიუკენის ხიდზე მივიდა

28.12.24 15:03
პრეზიდენტი ზაარბრიუკენის ხიდზე მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ზაარბრიუკენის ხიდზე მივიდა - სავარაუდოა, რომ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ერთობის ჯაჭვში ჩადგომას გეგმავს.

ცნობისთვის, დღეს საქართველოსთვის ერთობის ჯაჭვი გაკეთდება - 15:00 საათზე, ცოცხალი ჯაჭვი თბილისში, რეგიონებსა და მსოფლიოს ორმოცამდე ქალაქში გაკეთდება. 

ცოცხალ ჯაჭვში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაებმებიან და ადამიანები ერთი იდეის გარშემო გაერთიანდებიან. მშვიდობიანი, მტკიცე პროტესტის ჯაჭვი დედაქალაქში მეტეხის ხიდიდან ვახუშტის ხიდამდე გაკეთდება.

პროტესტის კერა ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობის და მეტეხის ხიდებზე იქნება. 

მსგავსი სიახლეები