"სანამ EU და მისი წევრი ქვეყნები ყოყმანობენ, აშშ ახორციელებს ზომებს საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის თავდასხმის წინააღმდეგ!" - როთი
"სანამ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ყოყმანობენ და საუბრობენ, აშშ ახორციელებს ზომებს საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის თავდასხმის წინააღმდეგ!" - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი სოციალურ ქსელში წერს.
როთი აღნიშნავს, რომ საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ მოქალაქეებს ევროკავშირის დახმარება სწორედ ახლა სჭირდება.
ბოლოს და ბოლოს როდის ავიღებთ მეტ პასუხისმგებლობას მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ჩვენს კონტინენტზე? სანამ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ყოყმანობენ და საუბრობენ, აშშ ახორციელებს ზომებს საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის თავდასხმის წინააღმდეგ! მადლობა აშშ!
საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლებს ჩვენ ახლა ვჭირდებით!" - წერს როთი.