ნაცვლიშვილი: "უპრეცედენტო ერთობაა - ამოცანაა ქვეყანა გადავარჩინოთ რუსეთის მსახური ხელისუფლისგან"

28.12.24 15:42
ნაცვლიშვილი: "უპრეცედენტო ერთობაა - ამოცანაა ქვეყანა გადავარჩინოთ რუსეთის მსახური ხელისუფლისგან"

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი გალაქტიონის ხიდზე ცოცხალ ჯაჭვში ჩაება. როგორც მან ''პირველებთან'' განაცხადა, მოქალაქეების მთავარი ამოცანაა, ქვეყანა გადაარჩინონ რუსეთის მსახური ხელისუფლებისგან.

ნაცვლიშვილის თქმით, ერთობით და სიმტკიცით გამარჯვებას მოიპოვებენ. 

ეს არის  მოქალაქეების უპრეცედენტო ერთობა, რომელთა ამოცანა არის, რომ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ რუსეთის მსახური ხელისუფლებისგან. ივანიშვილი ემსახურება რუსეთს და არა საქართველოს და მას სანქცია დაედო იმ კანონის საფუძველზე, რომელიც რუსეთის აგენტების შესახებ არის შტატებში.  ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს  შეუძლებელია დღეა არ იყოს შეფიქრიანებული მაინც ''ქართული ოცნების'' ამომრჩეველი. სურს კი მას იცხოვროს ოფიციალურად, დეკლარირებულად ოკუპანტი სახელმწიფოს გამტარი პირი ამრთავს და ეს არის აღიარებული. 

მოქალაქეთა ერთობა ემსახურება დაიხსნას საქართველო რუსული გავლენებისგან და დააბრუნოს საქართველო კონსტიტუციურ ჩარჩოში,მ საიდან ივანიშვილმა გაიყვანა. ერთობით, სიმტკიცით და როგორებითაა ეს ამოცანა იქნება შესრულებული'', - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

პროტესტის კერა ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობისა და მეტეხის ხიდებზეა. 

მსგავსი სიახლეები