გაშიფრულია სავარაუდო გაყალბების სქემა: როგორ დაურიგეს გაჭირვებული ხალხის ფული საარჩევნო კომისიების წევრებს

28.12.24 23:21
გაშიფრულია სავარაუდო გაყალბების სქემა: როგორ დაურიგეს გაჭირვებული ხალხის ფული საარჩევნო კომისიების წევრებს

"შაბათის ეთერის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება - როგორ ჩამოურიგეს ყველაზე გაჭირვებული ხალხისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო დაფინანსება, საარჩევნო მოხელეებს არჩევნების წინ?

  • "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, რომ რეჟიმმა ფული გადაუხადა საარჩევნო კომისიის წევრებს თავმჯდომარეებს, მათ მოადგილეებს, რეგისტრატორებს,  ნაკადის მომწესრიგებლებს, კომისიის მდივნებს და გადასატან ყუთზე პასუხისმგებელ, სპეცჯგუფის წევრებსაც კი. 

არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანზე, კვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტებს  საკუთარი წარმომადგენლები ანუ საარჩევნო კომისიის წევრები ჰყავდათ. მათ შორის ოპოზიციას და ქართულ ოცნებას. თუმცა გადამწყვეტი ხმა მაინც  ე.წ. ნეიტრალურ წევრებს ჰქონდათ, რომლებიც გიორგი კალანდარიშვილმა თითქოს პროფესიული ნიშნით შეარჩია.

"შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა, რომ სწორედ ამ გადამწყვეტ ფიგურებს, ვის ხელშიც, ამა თუ იმ უბანზე არჩევნების ბედის გადაწყვეტა იყო, თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ბიუჯეტიდან ფული ისე ჩაურიცხა, რომ მათ უმეტესობას ამის საჭიროა არ ჰქონდა.  

მიღებული ინფორმაციის გადამოწმება "შაბათის ეთერმა" ოლქის მიერ დანიშნული საარჩევნო მოხელეებთან სცადა. 

გლდანის საარჩევნო ოლქის მე-14 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის მოადგილის,  ნანა დიასამიძისა და  მისი მეუღლის გაღიზიანება, "შაბათის ეთერის" კითხვებმა გააღიზიანა. გიორგი სისაურმა "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის წევრებს ჯერ აგინა, შემდეგ კამერა დაუზიანა და ბოლოს, სამზარეულოს დანით შეიარაღებული, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მედიის წარმომადგენლებს. 


 

მსგავსი სიახლეები