ფრანგი დეპუტატი საფრანგეთს ივანიშვილისთვის ღირსების ორდენის ჩამორთმევის მოთხოვნით მიმართავს

28.12.24 18:52
ფრანგი დეპუტატი საფრანგეთს ივანიშვილისთვის ღირსების ორდენის ჩამორთმევის მოთხოვნით მიმართავს

ფრანგი დეპუტატი საფრანგეთის იუსტიციის მინისტრს ივანიშვილისთვის ღირსების ორდენის ჩამორთმევის მოთხოვნით მიმართავს. ინფორმაციას ასოციაცია "Géorgie vue de France" ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ივანიშვილს ბრალი ედება ავტორიტარული რეჟიმის მხარდაჭერასა და რუსეთთან პრორუსული კავშირების დამყარებაში.

"ჩვენთან შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პარლამენტის წევრმა დეპუტატმა, ქალბატონმა კონსტანს ლე გრიმ მიმართა საფრანგეთის იუსტიციის მინისტრს  და  შეშფოთება გამოხატა ბიძინა ივანიშვილისთვის ღირსების ორდენის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ოლიგარქ ივანიშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბრალი ედება ავტორიტარული რეჟიმის მხარდაჭერასა და რუსეთთან პრორუსული კავშირების დამყარებაში. 

ფრანგმა დეპუტატმა მთავრობისგან მოითხოვა, განიხილოს ამ ორდენის ივანიშვილისთვის ჩამორთმევის საკითხი  და გაითვალისწინოს, რომ ღირსებასთან შეუსაბამო ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს ამა თუ იმ საპატიო წოდების დაკარგვა. 

ასოციაცია "Géorgie vue de France"-ის წევრები მადლობას ვუხდით დეპუტატ კონსტანს ლე გრის მისი მხარდაჭერისთვის ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული ღირებულებების მიმართ." - ნათქვამია ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები