როგორ დაწამლა ივანიშვილის რეჟიმმა მომიტინგეები?
ივანიშვილის სპეცდანიშიშნულების მიერ მოწამლულ ადამიანებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნათ.
ვახტანგ გომელაურმა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ამ დრომდე დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა. აქციის მოწამლული მონაწილეები ჰყვებიან, რომ რაც უფრო დრო გადის, მათ სულ უფრო მეტი ჩივილი უჩნდებათ. ძლიერი სისხლდენა ცხვირიდან, ძილიანობა, თავის ტკივილი და ქრონიკული დაღლილობა ახალგაზრდებისთვის დაუძლეველ პრობლემად იქცა.
"შაბათის ეთერის" რესპოდენტები ამბობენ, რომ გამოკვეთების შემდეგ ექიმებმა რეჟიმის მოწამლულ ხალხს, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით ინტოქსიკაციის დიაგნოზი დაუსვეს, იმის გამო, რომ გომელაური ამ დრომდე მალავს რა საშუალებებით დაწამლა ხალხი, სწორი მკურნალობის დანიშვნაც ვერ ხერხდება.
პოლიციის შესახებ კანონის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს სპეც საშუალებები განსაკუთრებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად გამოიყენოს, თუმცა ეს უნდა იყოს პროპორციული ზომა და თანმიმდევრული. 10 დღის განმავლობაში კი ხელისუფლება პირდაპირ სხვადასხვა ტიპის გაზით წამლავდა ხალხს.
სპეც საშუელებს მოკლე მოქმედების ეფექტი უნდა ჰქონდეს, ანუ მომიტინგე იმ წუთას გაანეიტრალოს, თუმცა ახლა დგინდება, რომ გომელაურმა ხალხის წინააღმდეგ ისეთი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა, რომელსაც დროის გასვლასთან ერთად უფრო მძიმე შედეგამდე მივყავართ.