ექსკლუზიური ინტერვიუ ირაკლი შაიშმელაშვილთან: სამსახურის დატოვების შემდეგ, შვილების ლიკვიდაციით მემუქრებოდნენ
"ყველაფერი შეგვიძლია" - ასე აღწერს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი იმ მუქარას, რომელიც ირაკლი შაიშმელაშვილის თქმით, მისი კოლეგებისგან მას შემდეგ წამოვიდა, რაც მან უწყება პროტესტის ნიშნად დატოვა.
ყოფილი მაღალჩინოსანი "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, მცირეწლოვანი შვილებიით ემუქრებოდნენ.
„მჯეროდა და მწამდა, რომ სხვისი უსაფრთხოება უნდა დამეცვა. პირველად გავაანალიზე ცხოვრებაში, რომ საკუთარი შვილები მყავს დასაცავი“, - ამბობს დარბევების სამმართველოს ყოფილი უფროსი.
მისი თქმით, ადამიანებმა, რომლებთანაც ბევრი წელი გაატარა, მას "ჯოჯოხეთი გამოატარეს".
ირაკლი შაიშმელაშვილის მონაწყოლის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ის "ხარებას" მოადგილის ფიზიკური თავადსხმის მსხვერპლი გახდა, მის ტელეფონზე მუქარის არაერთი ზარი განხორციელდა.
ამას (მირზა კეზევაძესთან დაპირისპირებას) მოჰყვა ზარები. ტელეფონი, რომ ჩავრთე, თუკი ვინმე შეიძლებოდა, ჩემთან დაეკავშირებინათ, ყველამ დამირეკა, პირდაპირი მუქარებით და ირიბი მუქარებით - განსაკუთრებით შვილებზე"- ამბობს შაიშმელაშვილი.
ირაკლი შაიშმელაშვილმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსის თანამდებობა 3 დეკემბერს, იმ დროს დატოვა, როცა თბილისში პროევროპული საპროტესტო აქციების განსაკუთრებული სისასტიკით დარბევა მიმდინარეობდა. 26 დეკემბერს კი ირაკლი შაიშმელაშვილმა ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
ექსკლუზიური ინტერვიუ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროსთან, პოლკოვნიკ ირაკლი შაიშმელაშვილთან ვრცლად ნახეთ აქ