შეიძლება ივანიშვილისგან მოდიოდეს ბრძანებები - გდდ-ს სამმართველოს ყოფილი უფროსი

28.12.24 21:01
შეიძლება ივანიშვილისგან მოდიოდეს ბრძანებები - გდდ-ს სამმართველოს ყოფილი უფროსი

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი არ გამორიცხავს, რომ აქციების დარბევის ბრძანებებს თავად ბიძინა ივანიშვილი გასცემდეს.

მამხილებელი ინტერვიუ ირაკლი შაიშმელაშვილმა "ნოდარ მელაძის შაბათის ეთერს" მისცა. მისი თქმით, მანამდეც იცოდა ბიძინა ივანიშვილის და ზვიად ხარაზიშვილის („ხარებას“) მჭიდრო კავშირების შესახებ.

„შეიძლება, მისგანაც მოდიოდეს ბრძანებები პირდაპირ“, - ამბობს ის ბიძინა ივანიშვილზე.

ნოდარ მელაძის დამაზუსტებელ კითხვაზე, ვისთან შეიძლება კონსტაქტზე იყოს ბიძინა ივანიშვილი, შაიშმელაშვილი პასუხობს: "ივანიშვილი თავისთავად ხაზზეა მინისტრთან (ვახტანგ გომელაურთან). 

არ გამოვრიცხავ, რომ (ბიძინა ივანიშვილი) კავშირზე იყოს სხვა დეპარტამენტის ხელმაძღვანელებთან, მაგალითად ჩემი დეპარტამენტის ხელმძღვანელთან..."- ამბობს პოლკოვნიკი. 

ირაკლი შაიშმელაშვილის თქმით, მომიტინგეების სასტიკი დარბევა ცენტრალიზებული მეთოდებით იმართება. 

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ამბობს, რომ ბრძანების გარეშე პოლიციელი "ადგილიდან არ გაინძრევა". 

ბრძანების გარეშე პოლიციელი არ გაინძრევა ადგილიდან, წერტილი. თუ არ აქვს კონკრეტული მითითება რაიმე ამოცანა შეასრულოს. თუ არ აქვს მას მითითება განახორციელოს დევნა, ის არ გაეკიდება. იქ შეიძლება იყოს გარკვეული გადაცდომა, ცალკეულმა პოლიციელმა გადაამეტოს ძალას, მაგრამ ჯგუფურად, მასობრივად, მუდმივად? ერთი დღე იყო, კეთილი, განიხილეს? რამე შეიცვალა მეორე, მესამე დღეს? 

ამ სიმძიმის ტვირთის იმ ბიჭებზე გადატანა, სისტემას აკნინებს, რომ გყავს თანამშრომლები, რომლებიც არ გემორჩილებიან" - ამბობს შაიშმელაშვილი ნოდარ მელაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში. 

ექსკლუზიური ინტერვიუ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროსთან, პოლკოვნიკ ირაკლი შაიშმელაშვილთან ნახეთ აქ: