შაიშმელაშვილი ძალადობრივ დარბევაზე: დემონსტრანტების ცემა მიზანმიმართულია

28.12.24 21:39
შაიშმელაშვილი ძალადობრივ დარბევაზე: დემონსტრანტების ცემა მიზანმიმართულია

 

 

დემონსტრანტების ცემა მიზანმიმართულია, არ იფიქროთ, რომ "ვიღაც ვერ გავაკონტროლეთ" - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან აქციების ძალადობრივი დარბევაზე დეტალურად "შაბათის ეთერთან" საუბრობს. 

ყოფილი ძალოვანი, რომელიც უწყებიდან პროტესტის ნიშნად წავიდა, კიდევ ერთხელ იმოერებს, რომ ბრძანების გარეშე პოლიციელი "ადგილიდან არ გაინძრევა". 

არ ხდება ასეთი რამ, რომ "ვერ გავაკონტროლეთ". ეს არის, რომ მოქალაქეებში ნიჰილიზმი, შიში დაითესოს. ალბათ, იმიტომ იყო თავიდან ასეთი აგრესიული, მოლოდინი ჰქონდათ 2-3 დღეში აქციები მოკვდებოდა"- დასძინა შაიშმელაშვილმა. 

პოლკოვნიკის თქმითვე, ამ რაოდენობის გაზის გამოყენების საჭიროება არ ყოფილა:

"მხოლოდ შიშის დათესვას ემსახურებოდა, ჰგონიათ, რომ ძალიან ჭკვიანები არიან" - დასძენს "ხარებას" ყოფილი თანამშრომელი. 

ექსკლუზიური ინტერვიუ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროსთან, პოლკოვნიკ ირაკლი შაიშმელაშვილთან ნახეთ აქ: