შაიშმელაშვილი: რაც ხდება, ეს არის რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომი საქართველოში

28.12.24 22:25
შაიშმელაშვილი: რაც ხდება, ეს არის რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომი საქართველოში

საქართველოში მიმდინარე მოვლენები რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილია, ხელისუფლებას კი საზოგადოება ტყუილებით მოწამლული ჰყავს - ამის შესახებ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა ნოდარ მელაძისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 

პოლიციის პოლკოვნიკმა შაიშმელაშვილმა საქართველო ოჯახთან ერთად რამდენიმე დღის წინ დატოვა. მანამდე კი რეჟიმი "ტვ პირველის" ეთერში ამხილა. 

"დღეს რაც ხდება ეს არის რუსეთის მიერ აგრესიულად წარმოებული ჰიბრიდული ომი საქართველოში. სამწუხაროდ, დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება ამ ჰიბრიდულ ბრძოლას და ომს რაიმეს კია არ უპირისპირებს, დეზინფორმაციით და ტყუილებით მოწამლული ჰყავს საზოგადოება, მათ შორის, თავისი ამომრჩეველიც. 

საინფორმაციო ველი არის დაბინძურებული მთლიანად, იმდენად არიან ტყუილებში აბსოლუტურად, რომ შეიძლება ხვალ გავიღვიძო და აღმოჩნდეს, რომ ორთაჭალიდან პომპეიმდე ტუნელი მყავს გაყვანილი, არ ვიცი, ყველაფრისთვის მზად ვიყავი". - თქვა შაიშმელაშვილმა. 

ექსკლუზიური ინტერვიუ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროსთან, პოლკოვნიკ ირაკლი შაიშმელაშვილთანვრცლად ნახეთ აქ: 

 

მსგავსი სიახლეები