ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა - პრეზიდენტის გეგმა ხვალ, 10:00 საათზე გახდება ცნობილი
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა - პრეზიდენტის სამოქმედო გეგმას ხვალ, 10:00 საათზე გააცნობს საზოგადოებას.
ამის გარდა, რამდენიმე წუთის წინ, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა. ზურაბიშვილი მოუწოდებს საზოგადოებას ხვალ, 10:00 საათზე ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ და აანონსებს, რომ მათ მომდევნო დღეების გეგმას გააცნობს.
მოგესალმებით ორბელიანების სასახლიდან - აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ -ამბობს ზურაბიშვილი.