გახარიაზე ინტერნეტ შეტევის ბრძანებას მერიის თანამშრომელი გასცემდა

08.09.21 11:06
გახარიაზე ინტერნეტ შეტევის ბრძანებას მერიის თანამშრომელი გასცემდა

გახარიაზე ინერნეტ შეტევის განხორციელების ბრძანება კახა კალაძის უწყების თანამშრომელმა გასცა. დადგენილია, ვინ არის ნინო აბდუშელიშვილი, რომელიც  თანამშრომლებს ექსპრემიერის მიმართ ონლაინ-იერიშის მიტანა უბრძანა. აბდუშელიშვილი მერიის თანამშრომელია და სავარაუდოდ, ,,თბილსერვის ჯგუფში" მუშაობს. 

აბდუშელიშვილი გახარიას მოღალატედ და სააკაშვილის მოკავშირედ გამოცხადებას სთხოვდა. 

Facebook-ზე მიმდინარეობს ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან აქტიური შავი პიარ-კამპანია, რომლის უკანაც პირდაპირ გეტყვით, დგას "ოცნება" ეს ეხება ფეიქკამპანიას და ცრუ ინფორმაციებს პარტიის თითქოს დატოვებასთან დაკავშირებით, რაც რეალურად მუქარა-ზეწოლების შედეგია", - აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი. 

 ფარულმა მიმოწერამ "ოცნების" ჩათიდან გუშინ გამოჟონა.

ირკვევა, რომ ხელისუფლება მხარდამჭერებს გახარიას მოღალატედ გამოცხადებად ფეისბუქ კომენტარებში იმ დროს ითხოვდა, როდესაც ექსპრემიერი ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა.