ზურაბიშვილის გეგმა ცნობილია

29.12.24 12:19
ზურაბიშვილის გეგმა ცნობილია

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის. სალომე ზურაბიშვილის გეგმა ცნობილია. ზურაბიშვილის მთავარ გამოწვევად ხელახალი არჩევნების დანიშვნა რჩება. 

სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე მიმართულებით მუშაობა უკვე დააანონსა - როგორც პრეზიდენტის მიმართვიდან გაირკვა, აპირებს, აქტიურად იმუშავოს იმ პირობებზე, რომლითაც მისი თქმით, ახალი არჩევნების ჩატარება უნდა მოხდეს. 

ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ახალი არჩევნები აუცილებლად ჩატარდება და საჭიროა, არსებობდეს დოკუმენტი რა პირობებში ტარდება ის, რომ ვერ მოხერხდეს გაყალბება.

მეხუთე პრეზიდენტმა მედიის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა. დაანონსა საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულებთან შეხვედრა და მათი დაცვის გეგმის წარდგენა. 

საჭიროა, რომ ვებრძოლოთ რეპრესიულ სისტემას - ეს ნიშნავს იმ ფონდების გაძლიერებას, რომლებიც ემსახურებიან ადამიანებს, რომლებიც არიან დღეს დაჭერილი და რომლებიც ასევე იხდიან ჯარიმებს. ამ ყველაფერში უნდა შევეხიდოთ და ვიცი, რომ არსებობს რამდენიმე ასეთი ფონდი. ეს არის ჩვენი ყველას მოვალეობა, რომ ვიყოთ სოლიდარულები მათ მიმართ, ვინც არიან დღეს გისოსებს მიღმა და მალე გამოვლენ, ვინც დღეს არის გათავისუფლებული საჯარო სამსახურებიდან - ისინი არიან ჩვენი საზოგადოების ყველაზე საჭირო ნაწილი იმიტომ, რომ სახელმწიფო მათზეა დამოკიდებული და ხვალინდელი სახელმწიფო მათზე იქნება აშენებული და ვინც დღეს მათ ათავისუფლებს, მან არ იცის, რა საგანძურს ტოვებს გარეთ. იცის, რომ ესენი არიან თავისუფალი ადამიანები, რომ გააპროტესტეს, რომ არ ეშინოდათ და ჰგონიათ, რომ ასეთი ადამიანები არ სჭირდებათ და ამ ადამიანების ეშინიათ. ეშინოდეთ, მაგრამ ეს ადამიანები არიან და იქნებიან თავისუფალნი და ხვალ შეიქმნიან ჩვენი სახელმწიფოს ძალიან ღირსეულ საჯარო სამსახურს”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ახლო მომავალში ის დაიწყებს მასშტაბურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებთან: ბიზნესთან, საჯარო მოხელეებთან, ახალ პოლიტიკურ ძალებთან, დაგეგმილია რეგიონებში შეხვედრები, მეხუთე პრეზიდენტი უცხოეთში ვიზიტებს გეგმავს. 

ამასთან, ზურაშვილს სურს, პოლიტიკაში ახალი ძალები მოვიდნენ.

მე დავიწყებ მასშტაბურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტებთან - ბიზნესთან, რომელთანაც აუცილებელია, რომ მქონდეს ურთიერთობა და ერთად გავიგოთ, როგორ უნდა გადავატანინოთ ქვეყანას, რაც არის უმძიმესი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რომელიც შეიქმნა ამ მმართველი გუნდის გამო, მათი დასანქცირების გამო, მათი უგუნური ნაბიჯების გამო, ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ და გადავარჩინოთ ერთად.

შევხვდები საჯარო მოხელეებს, რომ მათთან ერთად გავიაზროთ მათი მდგომარეობა, ესენი იქნებიან ხვალინდელი სახელმწიფოს საყრდენი, ერთად უნდა დავდგეთ და ერთად მოვიფიქროთ, როგორ გავატაროთ ეს პერიოდი ისე, რომ მათი ოჯახებიც იყოს დაცული.

შევხვდები ახალ პოლიტიკურ ძალებს, ჩვენს ახალგაზრდებს, ვინც არიან ქუჩაში ამდენი დღეა და გვაძლევენ მომავლის უზარმაზარ იმედის, რომლებმაც შექმნეს ახალი, თავისუფალი საზოგადოება. თქვენთანაც მექნება შეხვედრა, უნდა მოვიფიქროთ, როგორ გაძლიერდეთ იმიტომ, რომ ნამდვილად ხართ თქვენ ის თაობა, რომელიც დაიბადა თავისუფალ საქართველოში და რომელიც ხვალ იქნება თავისუფალი საქართველოს სათავეში

გავალ რეგიონებში, უნდა შევხვდე ადგილზე სხვადასხვა ქალაქებში იმ ადამიანებს, რომლებიც იქიდან აპროტესტებენ და იქიდან იცავენ ქვეყანაში - ბათუმში, ქუთაისში, სადაც შევძლებ.

გავალ უცხოეთში და დავბრუნდები უცხოეთიდან. უკვე მაქვს არაერთი შეთავაზება ოფიციალურ ვიზიტების, რომელსაც გავაგრძელებ თქვენი სახელით იმისთვის, რომ გარეთ, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში იყოთ წარმოდგენილი, იცოდნენ, რა გიჭირთ დღეს და რა იქნება ხვალინდელი გამარჯვება. ამ ყველაფრისთვის მე ვარ მზად, რომ ბოლომდე გამოგყვეთ. ეს ბოლო ძალიან ახლოსაა, მაგრამ უნდა გავუძლოთ, უნდა გავაგრძელოთ", - თქვა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა ისიც რომ ახალ წელს რუსთავსლის გამზირზე, მომიტინგეებთან ერთად შეხვდება. 

სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა და სვეტიცხოველისკენ გაემართა, სადაც პარაკლისი გაიმართება.  

მისი თქმით, ორბელიანების სასახლე იქამდე იყო პრეზიდენტის სიმბოლო, სანამ პრეზიდენტი იყო ლეგიტიმური.

ფოტო: რადიო თავისუფლება

მსგავსი სიახლეები