სანქცირებული უვადო მოსამართლე, შალვა თადუმაძე გომელაურის მოადგილედ დაინიშნა
მაგნიტსკის სიაში მყოფმა, ასევე რამდენიმე ქვეყნის მიერ სანქცირებულმა ვახტანგ გომელაურმა სანქცირებული უვადო მოსამართლე, შალვა თადუმაძე მოადგილედ დანიშნა.
2019 წლიდან დღემდე თადუმაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, ასევე, იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე.
შალვა თადუმაძე 2019 წლიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, ასევე, იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე.
შალვა თადუმაძეს 2018-2019 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავა, ასევე, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე.
შალვა თადუმაძემ 1998 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით; 2006-2007 წლებში სწავლობდა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში.
შინაგან საქმეთა მინისტრის ახლად დანიშნულ მოადგილეს როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შალვა თადუმაძე იმ 17 ადამიანს შორისაა, რომლებიც ლიეტუვამ ანტიდემოკრატიული ნაბიჯების და ქვეყანაში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის დაასანქცირა.