გახარიას შანტაჟი კომპრომატებით - გიორგი მშვენიერაძის პირველი კომენტარი

08.09.21 13:26
გახარიას შანტაჟი კომპრომატებით - გიორგი მშვენიერაძის პირველი კომენტარი

აქვს თუ არა ხელისუფლებას გიორგი გახარიას წინააღმდეგ კომპრომატები, სადაც ექსპრემიერი ნარკოტიკებს მოიხმარს? - სკანდალური  ვარაუდის გამოთქმის საშუალებას უფლებამცველ გიორგი შვენიერაძეს ნარკოტესტთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ დაწყებული კამპანია უჩენს.

როგორც მან "ტვ პირველს" უთხრა, ხელისუფლების გააქტიურება, სავარაუდოდ, კანდიდატის ან კანდიდატების წინააღმდეგ კომრომატების არსებობაზე მიუთითებს. 

მეტიც, მშვენიერაძე არ გამორიცხავს, რომ ჩანაწერები არჩევნებამდე ან უკრაინული "ვიკილიქისი" ან თავად "ქართული ოცნების" საშუალებით გასაჯაროვდეს. 

უფლებადამცველის თქმით, ხელისუფლებისთვის გახარია მთავარ საფრთხედ იქცა. 

ბატონი გიორგი გახარია ხელისუფლებისთვის მთავარ საფრთხედ იქცა, რადგან, ის "ქართული ოცნების" ელექტორატიდან მნიშვნელოვან ხმებს ართმევს მმართველ პარტიას. სწორედ ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი სამიზნე გახარია იყოს. ფაქტია, რომ "ოცნება" ამ კამპანიას მიზანმიმართულად ეწევა იმის იმედად, რომ მას რაღაც აქვს და ამის გამოყენებას აპირებს"- თქვა მშვენიერაძემ. 

,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით განაცხადა, რომ კახა კალაძის მსგავსად, მერობის ყველა კანდიდატმა უნდა ჩააბაროს ნარკოტესტი. 

გიორგი გახარია ამბობს, რომ ნარკოტესტის ჩაბარების პრობლემა არ აქვს და ამას არჩევნებამდე გააკეთებს. 

კალაძე კი ფაქტობრივად ყოველდღიურად იმეორებს, რომ თავად ნარკოტიკზე "სუფთაა".