ჩემი ვარაუდით, გიორგი გახარიაზე აქვთ კომპრომატი, რომ ის ნარკოტიკს მოიხმარს - მშვენიერაძე

08.09.21 12:25
ჩემი ვარაუდით, გიორგი გახარიაზე აქვთ კომპრომატი, რომ ის ნარკოტიკს მოიხმარს - მშვენიერაძე

გიორგი მშვენიერაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს და ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას გიორგი გახარიაზე აქვს კომპრომატი, რომ ის ნარკოტიკს მოიხმარს. მშვენიერაძის განცხადებით, სავარაუდოდ,  ნარკოტიკული თრობის დროს გადაღებულ კადრებს არჩევნებამდე გამოაქვეყნებენ.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კახი კალაძემ ნარკოლოგიურში შარდი რომ ჩააბარა, ხომ გახსოვთ?

ცხადია არა, რადგან არ ჩაუბარებია. მაშინ, რატომ ჩააბარა ახლა?

დიახ, სწორია. რომელიღაც კანდიდატზე (ჩემი ვარაუდით გიორგი გახარიაზე) აქვთ კომპრომატი, რომ ის ან ნარკოტიკს მოიხმარს, ან ნარკოტიკული თრობის დროსაა გადაღებული და სავარაუდოდ კენჭისყრის დღემდე რამდენიმე დღით ადრე გამოამზეურებს უკრაინული ვიკილიქსი.

როცა ფილმში ხშირად ჩანს კედელზე ჩამოკიდებული დამბაჩა, მისით აუცილებლად გაისვრიან", - წერს მშვენიერაძე. 

მსგავსი სიახლეები