ბევრად დიდი ფასის გადახდა მოუწევს ივანიშვილს, თუ ეს ძალადობა არ შეწყდება და ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება - ჯაფარიძე სანქციებზე

03.01.25 22:55
ბევრად დიდი ფასის გადახდა მოუწევს ივანიშვილს, თუ ეს ძალადობა არ შეწყდება და ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება - ჯაფარიძე სანქციებზე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, “დღევანდელი სანქცირება ემსახურება დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლების იძულებას, რომ შეწყვიტოს საკუთარ ერზე ძალადობა“.

როგორც ჯაფარიძემ “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, „ოცნება“ და მისი ლიდერი თუ მიხვდება, რომ ერთადერთი სწორი, ცივილიზებული გამოსავალი ამ კრიზისიდან არის ახალი არჩევნების დანიშვნა, შესაძლოა, სანქციების შემდგომი ტალღა აღარ იყოს.“

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელი სანქცირება ემსახურება დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლების იძულებას, რომ შეწყვიტოს საკუთარ ერზე ძალადობა, კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა, გამოუშვან უკნანონოდ დაკავებულები. სანქციებს ეს ფუნქცია აქვს. ცხადია, შესაძლოა, საქნციების უფრო მეტი გამკაცრება, თუმცა, საბოლოო ჯამში „ოცნება“ და მისი ლიდერი თუ მიხვდება, რომ ერთადერთი სწორი, ცივილიზებული გამოსავალი ამ კრიზისიდან არის ახალი არჩევნების დანიშვნა, ვფიქრობ, სანქციების შემდგომი ტალღა აღარ იქნება და ჩვენ შევძლებთ საზოგადოება გამთლიანდეს, დაისადგუროს მშვიდობამ და ქვეყანა დაუბრუნდეს თავისი ევროპული განვითარების გზას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

პოლიტიკოსის თქმით, “ოცნების“ სპიკერების ამოცანაა, ის მესიჯბოქსები გაიმეორონ, რასაც ჩასძახებენ.

ცხადია, რომ ივანიშვილს ძალიან დიდი ფასი დაუჯდა ის, რაც მან ჩაიდინა ადმინისტრაციული, ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებით. მან ძალიან კარგად იცის, რომ ბევრად დიდი ფასის გადახდა მოუწევს, თუ ეს ძალადობა არ შეწყდება, ძალადობა კანონზე, კონსტიტუციაზე და ხალხის ნებაზე“, - განაცხადა ჯაფარიძემ

მსგავსი სიახლეები