ვისაც ასაღელვებელი ჰქონდა, ის ადამიანი პირველი გაიქცა და ჩააბარა - ქემოკლიძე ნარკოტესტზე
გიორგი გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ ნარკოტესტის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი მათი მერობის კანდიდატის მიერ დებატებში ოპონენტების გამოწვევას მოჰყვა. კახაბერ ქემოკლიძის თქმით, ნარკოტესტი იმ კანდიდატებმა გაიკეთეს, რომლებსაც არჩევნებთან დაკავშირებით სანერვიულო აქვთ.
ვისაც ასაღელვებელი ჰქონდა ის ადამიანი პირველი გაიქცა და ჩააბარა ეს ტესტი, ჩვენ ასაღელვებელი არაფერი არ გვაქვს. გიორგი გახარიამ გამოიწვია თავისი უშუალო ოპონენტი კალაძე და მელია სიღრმისეულ დებატებში. ამ ორმა ადამიანმა განსაკუთრებით კალაძემ, იმის მაგივრად რომ შინაარდობრივ დებატებში დაუჯდეს გახარიას, გადაწყვიტა რომ რაღაც ნიუსი შეექმნა, გაქცეულიყო და ჩაეტარებინა რაღაც ტესტი, კომპრომატების კი არა არაფრის დედამიწის ზურგზე არ გვეშინია", - თქვა ქემოკლიძემ.
გიორგი გახარია ამბობს, რომ ნარკოტესტის ჩაბარების პრობლემა არ აქვს და ამას არჩევნებამდე გააკეთებს