დანებებას არავინ აპირებს, გამარჯვება ახლოსაა! - პაატა ბურჭულაძე

05.01.25 11:27
დანებებას არავინ აპირებს, გამარჯვება ახლოსაა! - პაატა ბურჭულაძე

მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ ქართველი ხალხი სამართლიანობის აღსადგენად იქამდე იბრძოლებს, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. მისი თქმით, ყველა გრძნობს, რომ გამარჯვება უკვე ახლოსაა და "ოცნებას" აღარ შესწევს ძალა, ქართველი ხალხის ნებას შეეწინააღმდეგოს. 

რამდენი დღეც არ უნდა იყოს საჭირო, ეს ხალხი არ დაიშლება, იმიტომ, რომ ვგრძნობთ, რომ გამარჯვება ახლოს არის. ყველანი ვგრძნობთ, რომ „ოცნებსა“ აღარ აქვს ძალა, შეგვეწინააღმდეგოს. იგონებენ რაღაც კანონებს, რომლის მარტო თითონ სჯერათ და სხვა არავინ აღიქვამს მათ სერიოზულად. ასე რომ, გამარჯვება ახლოსაა და ვინც კიდევ ერ ხართ რუსთაველზე გამოსულები, გამოდით!, - ამბობს პაატა ბურჭულაძე. 

მსგავსი სიახლეები