"გაბედული გადაწყვეტილება" - მარიკაშვილი მერებაშვილის მიერ პოსტის დატოვებაზე

05.01.25 15:28
"გაბედული გადაწყვეტილება" - მარიკაშვილი მერებაშვილის მიერ პოსტის დატოვებაზე

ნათია მერებაშვილის მიერ გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტის დატოვებას „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი "გაბედულ ნაბიჯს" უწოდებს. მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია და წამახალისებელია მათთვისაც, ვინც უკვე 3 დღეა ქუჩაშ ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავს. 

რეჟიმის ერთ-ერთი საყრდენი არის საჯარო სამსახური და სწორედ საჯარო სამსახურებით, საპოლიციო სისტემით ცდილობს ის თავისი ძალაუფლების შენარჩუნებას. შესაბამისად, მათთვის ძალიან მტკივნეულია ნებისმიერი ადამიანის გაბედული გადაწყვეტილება, რომელიც აჩვენებს საზოგადოებას, რომ არც ისეთი ძლიერია რეჟიმი, როგორსაც ის ცდილობს, რომ წარმოაჩინოს. შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილებები აძლიერებს და ამხნევებს მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც უკვე რამდენიმე ათეული დღეა უწყვეტად და შეუპოვრად დგას ქუჩებში და აპროტესტებს რუსული რეჟიმის გადაწყვეტილებას, რომ შეეცვალათ ქვეყნის დასავლური კურსი. ასეთი ამბები და სიახლეები არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამბობს მარიკაშვილი. 

"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე
პოსტიდან გადადგა. ნათია მერებაშვილი თანამშრომლებს პარასკევს დაემშვიდობა და უთხრა, რომ ამ რეალობაში მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა.

მერებაშვილი 18 წელია პროკურატურაში მუშაობს და 5 წელია გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებს.

 

მსგავსი სიახლეები