“ქართული კოშმარის“ არაღიარების აქტი- ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ “მეგობარი აქტის“ მიღება, ივანიშვილს აუცილებლად დაახევინებს უკან

06.01.25 11:23
“ქართული კოშმარის“ არაღიარების აქტი- ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ “მეგობარი აქტის“ მიღება, ივანიშვილს აუცილებლად დაახევინებს უკან

“ქართული კოშმარის“ არაღიარების აქტი- კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, აშშ ოფიციალურად, დოკუმენტირებულად ბიძინა ივანიშვილს არალეგიტიმურ პოლიტიკურ ძალად გამოაცხადებს.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ “მეგობარი აქტის“ მიღება, ივანიშვილს აუცილებლად დაახევინებს უკან, “რადგან ეს არის მთავარი დარტყმა, რომელიც ჩამოშლის სისტემას“

აშშ რჩება ქართველი ხალხის მეგობრად და სწორედ ამიტომ, სიმბოლურად ჰქვია ორპარტიულ აქტს და დეკლარაციას, რომელსაც მიიღებს კანონის სახით კონგრესი, ჰქვია “მეგობარი აქტი“, რომელიც მოიცავს ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირებას. “ქართული ოცნება“ ემსახურება რუსეთს და რუსულ ინტერესებს, სწორედ ამის გამოვლინებაა “მეგობარი აქტის“ მიღების წინარე პერიოდი, რომელიც ივანიშვილს აუცილებლად დაახევინებს უკან, რადგან ეს არის მთავარი დარტყმა, რომელიც ჩამოშლის სისტემას“, - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

ენმ -ის გენერალური მდივანი ამბობს, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება დაიწყეს, რათა საქართველო არ გაიწიროს.

ცისკარიშვილის თქმით, “ისინი გარედან აკეთებენ მაქსიმუმს, იღებენ იმ სანქციებს.“

ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება გადაწყვიტეს, გაატარონ კონკრეტული ქმედებები იმისთვის, რომ საქართველო არ გაიწიროს. ამ ფონზე, სხვა ქმედითი ინსტრუმენტები, გარდა იმისა, რომ დაასანქცირონ ხელისუფლების ის პირები, რომლებმაც საქართველო იზოლაციაში მოაქციეს, პრაქტიკულად არ არსებობს. ისინი გარედან აკეთებენ მაქსიმუმს, იღებენ იმ სანქციებს. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ არის კონკრეტული  გადაწყვეტილებები მიღებული, რომ მათ არ მიუწვდებოდეთ ხელი საერთაშორისო ბაზრებზე, - ამბობს პეტრე ცისკაშვილი.

კანონპროექტის ტექსტი შეთანხმებული კონგრესის როგორც ზედა ისე ქვედა პალატასთან, შესაბმისად, მას როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიის კანონმდებლების სრული მხარდაჭერა აქვს. ჯერჯერობით უცნობია, რა პროცედურების და ვადის გავლა მოუწევს აღნიშნულ კანონპროექტს, თუმცა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ ტექსტი შეთანხმებულია და მზად არის კონგრესში წარსადგენად.

მსგავსი სიახლეები