''მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ქართველი ხალხი გაჩერებას არ აპირებს'' - მამუკა ხაზარაძე

06.01.25 23:32
''მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ  ქართველი ხალხი გაჩერებას არ აპირებს''  - მამუკა ხაზარაძე

''მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ეს ხალხი და არცერთი ჩვენგანი გაჩერებას არ ვაპირებთ'',  - ამის შესახებ ''ძლიერი საქართველოს'' ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ''ტვ პირველის'' ეთერში განაცხადა.

პოლიტიკოსი, ქაშვეთს ეკლესიასთან იმყოფება, სადაც მოქალაქეები შობის დღესასწაულს ერთად ხვდებიან. 

ხაზარაძის  თქმით, ყველა ევოლუცია და  დიდი გარდაქმნა  თავისუფალი ადამიანების ავანგარდში ყოფნით ხორციელდება.

ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა დაინახეს, დასავლეთმა დაინახა რომ ჩვენ არ დავიმალეთ სახლებში ქართველი ხალხი გამოვიდა და გააგრძელა ჯიუტად ეს პროტესტი. ამას აფასებს, თავისუფლებას მოყვარული მსოფლიო. ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს, არავინ არ დაგეხმარება, შენ თუ ხელი არ გამოიღე და შენი თავისუფლებისთვის არ იბრძოლე. მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ აქ ეს ხალხი და არცერთი ჩვენგანი გაჩერებას არ ვაპირებთ.  გალახეს  ბავშვები მეორე დღეს  გამოვიდნენ. დაიჭირეს ციხიდან წერილებს აგზავნიან, რომ არ დავნებდებით და აქ უფრო თავისუფლად ვართო, ასეთი ფენომენი არის ქართველი და ამას მერე მოჰყვება რა თქმა უნდა ყველა ევოლუცია და ყველა დიდი გარდაქმნები ასეთი თავისუფალი ადამიანების ავანგარდში ყოფნით ხორციელდება ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. საფრანგეთი იქნება თუ შეერთებული შტატები. ასეთი პროტესტი შობს ახალ ლიდერებს. ყველა ამ ახალგაზრდა ლიდერის გვერდს ვიქნები მე და ჩემი თანაგუნდელები, იმიტომ რომ გაჯანსაღება სჭირდება პროტესტს'', - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები