"ეს არის ადგილი, რომელიც მოგვიტანს გამარჯვებას" - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველზე მივიდა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველზე მივიდა. დედაქალაქის ცენტრში მიმდინარე აქციაზე ზურაბიშვილი შვილთან ქეთევან გორჯესტანთან ერთად გამოჩნდა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საზოგადოება დაუმარცხებელია:
ეს არის არაჩვეულებრივი ნიშანი იმისა, რომ საზოგადოება არის დაუმარცხებელი. 40 დღე არაფერი არაა, 80 დღეც არაფერი არაა, თუ შენ გჯერა, რომ ბოლოს არის გამარჯვება, მგონი, აქ ვინცაა შეკრებილი, ყველას აქვს ეს შინაგანი რწმენა და დღეს არის რწმენის დღე, რომ ეს არის იმდენად მართალი საქმე და მიზანი, რომ არ შეიძლება, არ გავიმარჯვოთ და ეს ქვეყანა არ დავაბრუნოთ იქ, სადაც უნდა მიდიოდეს და ისე, როგორც უნდა ვითარდებოდეს. ეს ყველაფერი ჩვენ წინ არის და ამას მივაღწევთ, დარწმუნებული ვარ"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება ცივილიზებული სამყაროს მხრიდან "ქართული ოცნების" იზოლაციას და ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, თუმცა ყველაზე მთავარი არის ის, რაც რუსთაველის გამზირზე ხდება.
რუსთაველის გამზირი არის ის ადგილი, რომელიც მოგვიტანს გამარჯვებას. აქ დღეს ვგავართ ერთად და მე მგონია, რომ ეს არის მთავარი განცდა, რაც გვაერთიანებს. ერთიანობა არის ის, რამაც საქართველო გადაარჩინა საუკუნეების მანძილზე. ასეთი გაერთიანება თუ შევძელით, არა მხოლოდ დღესასწაულებზე, ყოველ დღეს, ამ ორმოცი დღის მანძილზე და კიდევ რამდენიც საჭირო იქნება, ეს არის გამარჯვება და ის, რამაც საქართველო მოიყვანა დღემდე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას თბილისის რამდენიმე ტაძრიდან ალილოს მსვლელობის მონაწილეები შემოუერთდნენ.
უწყვეტი პროტესტის მე-40 დღეს აქციის მონაწილეები ქაშუეთის ტაძართან აპირებენ შობის ღამის შეხვედრას.
მთავარი მოთხოვნა უცვლელია - პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არცევნები.