პრეზიდენტი "ოცნებას": დაინახეთ ეს ხალხი, ახალი არჩევნების დრო მოვიდა
საქართველოს პრეზიდენტი "ქართულ ოცნებას" ურჩევს, ჩაკეტილი შენებობიდან გარეთ გაიხედონ და ის ათი ათასობით ადამიანი დაინახონ, რომლებიც 40 დღეა, უწყვეტ აქციას მართავენ და ახალი არჩვენების დანიშვნას ითხოვენ.
"დაინახეთ ეს ხალხი"- ეუბნება პრეზიდენტი ივანიშვილის გუნდს.
კიდევ მივულოცავ, ბედნიერი იყოს ეს შობა და ამ შობის მადლით საქართველო იყოს დალოცვილი. მე ვისურვებდი, რომ ვინც სადღაც, ჩაკეტილია ან პარლამენტში ან სხვა შენობებში იმათაც დაინახოს ეს ხალხი და გაიგონ ეს რას ნიშნავს, რომ ამის შეგუება არ შეიძლება, ამას სჭირდება გაგება და დათმობა, რომ დრო მოვიდა ახალი არჩევნების '', -ამბობს "ტვ პირველთან" სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველზე მივიდა. დედაქალაქის ცენტრში მიმდინარე აქციაზე ზურაბიშვილი შვილთან ქეთევან გორჯესტანთან ერთად გამოჩნდა.