მადლობელი ვარ, რომ მაკრონმა საქართველოში თავისუფალი არჩევნების შესახებ ხალხისა და ზურაბიშვილის მოწოდებას მხარი დაუჭირა - უილსონი
"მადლობელი ვარ, რომ ემანუელ მაკრონმა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხისა და სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარი დაუჭირა" - ამის შესახებ კონგრესმენი ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს.
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე საქართველოს საკითხზე საფრანგეთის პრეზიდენტისა და დონალდ ტრამპის ერთობლივ მუშაობას მოუთმენლად ელოდება.
მადლობელი ვარ, რომ ემანუელ მაკრონმა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხისა და სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარი დაუჭირა. მის მუშაობას დონალდ ტრამპთან მოუთმენლად ველი, რადგან ეს რეალობად იქცეს". - წერს უილსონი.
ცნობისთვის, 6 იანვარს, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ პლატფორმა X-ზე განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში დემონსტრანტებისა და სალომე ზურაბიშვილის გამბედაობას აფასებს. ამასთან, მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ახალი არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს.