მაკრონის მწვავე განცხადება - პაპუაშვილი საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პასუხისმგებლობას აკისრებს

07.01.25 15:43
მაკრონის მწვავე განცხადება - პაპუაშვილი საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პასუხისმგებლობას აკისრებს

ემანუელ მაკრონის განცხადება თავდასხმის მსხვერპლი შალვა პაპუაშვილის მხრიდან დღეს უკვე მეორედ გახდა - საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტს გზავნილებს უწუნებს და "ცრუ ნარატივების" გავრცელებაში ადანაშაულებს. 

"ქართული ოცნების" წარმომადგენელი პასუხისმგებლობას საქართველოში საფრანგეთის საელჩოს აკისრებს და კამერების წინ ირწმუნება, რომ დიპლომატიური უწყება მაკრონს "ჭორაობის დონეზე წარმოთქმულ ბრალდებებს" აცნობს და საფრანგეთის პრეზიდენტი "ცრუ ნარატივზე დაფუძნებით დასკვნებს" აკეთებს. 

ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტ მაკრონის განცხადება, სადაც ის საუბრობდა თითქოსდა რუსულ ჩარევაზე ქართულ არჩევნებში, ბიულეტენების ჩაყრებზე და ა.შ. როდესაც პრეზიდენტის სასაუბრო პუნქტებში ხვდება ცრუ ნარატივი, ეს უპირველეს ყოვლისა არის საქართველოში საფრანგეთი საელჩოს პასუხისმგებლობა, როდესაც ამ დონეზე ადის სასაუბროში პრეზიდენტთან ცრუ ნარატივი. ჭორაობის დონეზე წარმოთქმული ბრალდებები როდესაც არის პრეზიდენტის სასაუბრო პუნქტებში, ეს აჩვენებს არაკეთილსინდისიერებას იმ ხალხისა, ვინც პრეზიდენტ მაკრონს ასეთ განცხადებას უმზადებს. უპირველეს ყოვლისა, ეს საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პასუხისმგებლობაა. 

რა ბიულეტენების ჩაყრაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. როგორ შეიძლება, ასეთი დონის ცრუ ნარატივი ატომური იარაღის მქონე სახელმწიფოს პრეზიდენტის სასაუბრო პუნქტებში ადიოდეს. გუშინ, პრეზიდენტ მაკრონის განცხადების ორივე პუნქტი ეყრდნობოდა ცრუ ნარატივს და არის სამწუხარო, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი ცრუ ნარატივზე დაფუძნებით დასკვნებს გვაცნობს", - ამბობს შალვა პაპუაშვილი. 

ცნობისთვის, 6 იანვარს, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ პლატფორმა X-ზე განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში დემონსტრანტებისა და სალომე ზურაბიშვილის გამბედაობას აფასებს. ამასთან, მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ახალი არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს. 

ასევე ნახეთ: 

მსგავსი სიახლეები