ქართული არჩევნები გაყალბდა - "ოცნების" მხილება საფრანგეთის პრეზიდენტისგან
ემანუელ მაკრონმა ოლიგარქის სანქცირებული რეჟიმი, პრაქტიკულად, არჩევნების გაყალბებაში ამხილა. ასეთი მძიმე განცხადება ევროკავშირის შიგნითაც არცერთ ლიდერს არ გაუკეთებია. პრეზიდენტი მაკრონი ღიად ალაპარაკდა რუსეთის ჩარევაზე საპარლამენტო არჩევნებში და პრატიკულად, ოლიგაქრს უთხრა, რომ ძალაუფლებას პუტინის დახმარებით ინარჩუნებს. რაც არ თქვა მაკრონმა, თქვა საფრანგთის ელჩმა. დიპლომატი ამბობს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტისთვის კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია.
პრეზიდენტი მაკრონი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე უკვე მეორედ ალაპარაკდა. ამჯერად საფრანგეთის ლიდერმა თქვა, რომ ოლიგარქის თვითაღიარებულმა რეჟიმმა ძალაუფლება რუსეთის დახმარებით და ბიულეტინების ჩაყრით შეინარჩუნა. ეს პრეზიდენტ მაკრონის პირველი განცხადება არ არის, როცა საქართველოში რუსეთის გავლენების ზრდაზე საუბრობს. პირველად ეს უნგრეთში კობახიძეს ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე უთხრაა.
სკანდალურმა მხილებამ "ოცნება" წყობიდან იმდენად გამოიყვანა. მაკრონს თავს ჯერ დე-ფაქტო პრემიერი დაესხა. შემდეგ პარლამენტის დე-ფაქტო თავმჯდომარე. პაპუაშვილი იმდენად შორს წავიდა, რომ მაკრონს საკუთარ ქვეყანაში ახალი არჩევნების დანიშვნა ურჩია.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.