ივანიშვილის გეგმა ჩავარდა - წყარო ამხელს, რატომ გამოაქვეყნა "ოცნებამ" პროპაგანდისტული წერილი
ივანიშვილი ახალ სანქციებს ელოდება, ამჯერად უკვე ევროკავშირისგან - ოპოზიციისა და ექსპერტების შესასებით, ეს ნათლად ჩანს იმ წერილში, რომელიც "ოცნების" პოლიტსაბჭომ დღეს გაავრცელა.
ამასთან, წყარო "პირველებს" უყვება, რომ "ქართული ოცნების" წერილი მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ამერიკამ ორბანის მარჯვენა ხელი, მისი მოლარე და მთავარი იდეოლოგი დაასანქცირა.
წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ოლიგარქის პარტიული ლიდერშიფი გუნდს და რეჟიმის სპონსორ ბიზნესმენებს არწმუნებდნენ, რომ ვიქტორ ორბანი ივანიშვილისა და ტრამპის შეხვედრას აორგანიზებდა, თუმცა გეგმა მას შემდეგ ჩავარდა, რაც აშშ-მა ორბანის კანცელარიის ხელმძღვანელს ანტალ როგანს მაგნიტსკის სანქციები დაუწესა.
გუნდს არწმუნებდნენ, დაიცადეთ ორბანი გააკეთებს ტრამპის და ბიძინას შეხევდრასო, თუმცა მას შემდეგ, რაც ორბანის უახლოესი გარემოცვის წევრი შტატებმა დაასანქცირა და უნგრელი ხალხის ძარცვის გამო მაგნიტცკის სიაში ჩასვა, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო სიგნალი, რომ მათ არანაირი შანსი აღარ რჩებათ ძალაუფლების შენარჩუნების"- ჰყვება ინფორმირებული წყარო.
მისი თქმით, "ოცნებას" ახლა ყველაზე მეტად "მეგობარი აქტის" ეშინია და ამას ვერც პოლიტიკურ ეპისტოლეში მალავს.
- აშშ-მა ორბანის კანცელარიის ხელმძღვანელსა და მოკავშირე ანტალ როგანს მაგნიტსკის სანქციები დაუწესა. სანქციები უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კაბინეტის ადმინისტრაციის მინისტრს „კორუფციაში მისი ჩართულობის გამო” დაუწესეს.
- სამთავრობო პოზიციაზე ყოფნის დროს, ცნობების თანახმად, ანტალ როგანი აორგანიზებდა სქემებს, რომელთა მიზანიც იყო უნგრეთის ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორზე კონტროლის მოპოვება.
- "მან ცენტრალური როლი ითამაშა უნგრეთში ისეთი სისტემის შესაქმნელად, რომელმაც სარგებელი მოუტანა მას და მის პარტიას უნგრელი ხალხის ხარჯზე", - წერია ამერიკის სახდეპის განცხადებაში.