გვარამია: დღევანდელი პარანოიდალური განცხადებით, ოცნებამ იანუკოვიჩის გზა აირჩია

08.01.25 13:57
გვარამია: დღევანდელი პარანოიდალური განცხადებით, ოცნებამ იანუკოვიჩის გზა აირჩია

დღევანდელი პარანოიდალური განცხადებით, ოცნებამ იანუკოვიჩის გზა აირჩია - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებას კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ნიკა გვარამია.

მისი თქმით, ივანიშვილი საერთაშორისო იზოლაციასთანაც მაქსიმალურ ადაპტაციას ეცდება: 

დღევანდელი პარანოიდალური განცხადებით, ოცნებამ აირჩია იანუკოვიჩის გზა ორბანის კარის იდეოლოგების “ბოდვით” დასაბუთებული. ივანიშვილი ამ გზას ბოლომდე მიაწვება და საერთაშორისო იზოლაციასთანაც მაქსიმალურ ადაპტაციას ეცდება. ამის დეკლარაციაა ეს ტექსტი"- წერს გვარამია. 

მსგავსი სიახლეები