სასტიკი მკვლელობა კაბალში - მწყემსს სავარაუდოდ თავი და კიდურები მოჭრილი აქვს

08.01.25 15:06
სასტიკი მკვლელობა კაბალში - მწყემსს სავარაუდოდ თავი და კიდურები მოჭრილი აქვს

ახალი დეტალები სოფელ კაბალში მომხდარი მკვლელობის შესახებ - ირკვევა, რომ მურთაზ როსტომოვს, რომლის ცხედარიც სასაფლაოზე იპოვეს, თავი და კიდურები სავარაუდოდ მოკვეთილი აქვს. 

მოკლული მწყემსია. ირკვევა, რომ 39 კაცი 4 თვის წინ გაუჩინარდა, ოჯახი ამბობს, რომ იყვნენ პოლიციაშიც, თუმცა გომელაურის უწყებას რეაგირება არ მოუხდენია.

რამდენიმე დღის წინ, კი კაბალში შემთხვევის ადგილზე ტელეფონი და პირადობის მოწმობა იპოვეს,  ადგილზე ჩასულ მამას კი საზარელი სურათი დახვდა. 

30-ში, საღამოს 22:00 საათზე, გავიდა სახლიდან. რომ არ გამოჩნდა, 2 დღე ვურეკე ტელეფონზე, არ მპასუხობდა. წავედი პოლიციაში, პოლიციას რეაგირება არ ჰქონია. განცხადების დაწერიდან თვეების შემდეგ, ჩვენი შვილის ტელეფონი ადგილობრივმა იპოვა. 

სამ იანვარს მივედით იქ, სადაც მისი ტელეფონი აღმოაჩინეს - ამის შემდეგ ჩემი შვილის სხეულის ნაწილები ვიპოვე"- აცხადებს "პირველებთან" გარდაცვლილის მამა. 

ოჯახი ეჭვობს, რომ მკვლელობაში ის ადამიანები არიან გარეულები, რომლებმაც მურთაზ როსტომოვს გაუჩინარებამდე დაურეკეს და სახლიდან გაიყვანეს. 

4 თვე ვეძებდით, იმ სოფელში ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არ ჰყვებიან. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მანდ, ასეთი შემთხვევა მოხდა. ნარკომანების დასახლებაა, ხალხს ხოცავენ და რეაგირება არავის აქვს"- აღნიშნავს მოკლულის ახლობელი. 

"პირველებმა" კაბალში შემზარავი ამბის თვითმხილიც ჩაწერა, კაცი ჰყვება, რომ სხეული დანაწევრებულია. 

სხეული დანაწევრებულია. სამი დღის წინ იპოვეს"- ამბობს ის. 

დანაშაულის ადგილი უკვე შეისწავლეს ექსპერტ კრიმინალისტებმა.  პოლიცია მედიას ჯერ  არ ეუბნება რა ეტაპზეა გამოძიება და ჰყავთ თუ არა უკვე იდენტიფიცირებული მკვლელობაში ბრალდებული. 

მსგავსი სიახლეები