მოვუწოდებთ მთავრობებს, თავი შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისგან - როთი

08.01.25 18:48
მოვუწოდებთ მთავრობებს, თავი შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისგან - როთი

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი პლატფორმა X-ზე 43 პოლიტიკოსის ოფიციალურ განცხადებას აზიარებს და წერს, რომ საქართველოს მეგობრები დემოკრატიულ მთავრობებს მოუწოდებენ, ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრები არ ჩაატარონ. 

განცხადების 43 ხელმომწერი მსოფლიო მთავრობებისგან ასევე მოითხოვს, რომ ერთიანი სანქციები დაუწესონ რეჟიმის წევრებსა და მსახურებს. 

საქართველოს მეგობრების გლობალურ ალიანსთან ერთად მოვუწოდებ მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ მთავრობას, თავი შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისგან, სანამ ის არ დათანხმდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი სანქციების დაწესებას." - წერს როთი.

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე მსოფლიოს 42 პოლიტიკოსთან ერთად საქართველოს შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

ჯო უილსონი და დასავლური პოლიტიკური სპექტრი ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას მოუწოდებენ, გაატარონ ერთიანი პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ და ივანიშვილის არალეგიტიმურ რეჟიმს უარყოფენ.

მოთხოვნათა ჩამონათვალში პოლიტიკოსებმა "ქართულ ოცნებასთან" მაღალი დონის შეხვედრების აკრძალვა და როგორც ივანიშვილის რეჟიმის მსახურთათვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის ძირის გამოთხრისთვის პროპაგანდისტების დასანქცირება შეიყვანეს. 

მსგავსი სიახლეები