იან კელი: "საქართველო ახლა ერთპარტიული რეჟიმის მიერ იმართება - ცხადი გამოსავალი ახალი არჩევნებია"
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი პლატფორმა X-ზე 43 პოლიტიკოსის ოფიციალურ განცხადებას აზიარებს და წერს, რომ "საქართველო ახლა ერთპარტიული რეჟიმის მიერ იმართება".
იან კელის შეფასებით, "ცხადი გამოსავალი ახალი არჩევნებია".
საქართველო ახლა ერთპარტიული რეჟიმის მიერ იმართება. ოპოზიციის შეშფოთებები, რომელიც ამომრჩევლების ნახევარზე მეტს წარმოადგენს, უგულებელყოფილიყო იქნა. ცხადი გამოსავალი ახალი არჩევნებია. ქართველი ხალხის წინაშე ჩვენი ვალია უარვყოთ ეს რეჟიმი, სანამ ის არ დათანხმდება”, - წერს კელი.
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე მსოფლიოს 42 პოლიტიკოსთან ერთად საქართველოს შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
ჯო უილსონი და დასავლური პოლიტიკური სპექტრი ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას მოუწოდებენ, გაატარონ ერთიანი პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ და ივანიშვილის არალეგიტიმურ რეჟიმს უარყოფენ.
მოთხოვნათა ჩამონათვალში პოლიტიკოსებმა "ქართულ ოცნებასთან" მაღალი დონის შეხვედრების აკრძალვა და როგორც ივანიშვილის რეჟიმის მსახურთათვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის ძირის გამოთხრისთვის პროპაგანდისტების დასანქცირება შეიყვანეს.