ხელისუფლებას, რომელსაც ივანიშვილი ხელმძღვანელობს, ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს - კოლსი

08.01.25 19:20
ხელისუფლებას, რომელსაც ივანიშვილი ხელმძღვანელობს, ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს - კოლსი

ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი პლატფორმა X-ზე FoxNews-ის ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, დღეს, 8 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში "ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" წარადგენენ.

რიჰარდ კოლსი ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოსთან მიმართებით შტატების გზა გაიზიაროს და ქვეყნის არცერთი მთავრობა აღიაროს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. 

ევროკავშირმა უნდა გაიზიაროს ეს გზა და არ აღიაროს საქართველოს არც ერთი მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, ან რომელიმე მარიონეტული პირი, რადგან ივანიშვილის რეჟიმი ქართველი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულშს ჩადის". - წერს რიჰარდ კოლსი. 

FoxNews-ის ინფორმაციით, დღეს, 8 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში "ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" წარადგენენ.

FoxNews-ის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება "ქართული ოცნების" მთავრობის აღიარება და მასთან ურთიერთობების ნორმალიზება, ხოლო ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევენ. 

მსგავსი სიახლეები